კვირას, 28 ივნისს, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ტომბლენის მახლობლად სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოვარდა , რომელსაც პარაშუტისტები გადაჰყავდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 11-ვე ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ BFMTV ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
დაღუპულებს შორის იყვნენ პილოტი და პარაშუტისტები.
ადგილზე გაგზავნილია საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები და შექმნილია უსაფრთხოების პერიმეტრი. მოსალოდნელია, რომ ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნესიც ჩავიდეს.
პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდონ სალვადორ ალიენდეს ქუჩის ტერიტორიას და არ მიუახლოვდნენ მას, რათა საგანგებო სამსახურებსა და სამართალდამცავებს შეუფერხებელი მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.