27 ივნისის ღამეს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადზე, მათ შორის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.
ინფორმაცია ტელეგრამ-არხები ავრცელებენ. აღნიშნულის შესახებ ცნობები რუსეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა.
Astra-ს ცნობით, თვითმხილველებმა სოციალურ ქსელებში ვოლგოგრადში, უკრაინის მხრიდან განხორციელებული შეტევის დროს გაჩენილი ხანძრის კადრები გაავრცელეს.
ვოლგოგრადის ოლქში სარაკეტო განგაში გამოცხადდა.
ვოლგოგრადის აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა.
ასევე ტელეგრამ-არხების ცნობით, „დაზიანდა თავდაცვითი დანიშნულების ქარხანა“. მედიის ცნობით, საუბარია ვოლგოგრადში მდებარე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს საწარმოზე. ქარხანა აწარმოებს სარაკეტო გამშვებ დანადგარებს, საარტილერიო სისტემებსა და სარაკეტო კომპლექსების კომპონენტებს, მათ შორის „ისკანდერ-М“-ის, „იარსისა“ და „ტოპოლ-М“-ისთვის.
2022 წლიდან საწარმო საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, რადგან რუსეთის არმიისთვის შეიარაღებას აწარმოებს.
მოგვიანებით Astra-მ აღნიშნა, რომ მისი OSINT-ანალიზის მიხედვით, უკრაინის მიერ ვოლგოგრადზე, სავარაუდოდ, „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელებული შეტევის შემდეგ კვამლი სამხედრო ქარხანა „ტიტან-ბარიკადების“ ტერიტორიიდან ავარდა.
„ქარხანაში, კერძოდ, რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსებისთვის განკუთვნილ გამშვებ დანადგარებს აწარმოებენ“, - აღნიშნულია Astra-ს ინფორმაციაში.