ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა და პროცესი გადადო.
"ტვ პირველის" ცნობით, ბასილაიამ სხდომიდან ორი წუთით გასვლა ითხოვა, რის შემდეგად მოსამართლემ მას უთხრა, რომ "საერთოდ გაძევებულია".
სააკაშვილს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება, რის გამოც, ხვალ ჩანიშნული სხდომა გაუქმდა.