ირანის დელეგაციის მთავარი მომლაპარაკებელი, ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამად ბაგერ ღალიბაფი, აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე მომავალში ირანის კონტროლქვეშ იქნება და იმუშავებს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
მან ეს განცხადება შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა, იუწყება CNN.
„ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ სრუტის ხელახლა გააქტიურებას გადაადგილების თვალსაზრისით და რეგიონული და მსოფლიო ეკონომიკის კეთილდღეობის აღდგენას“, - განაცხადა მან.
ღალიბაფის თქმით, აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს როგორც გაყინული ირანული აქტივების დაბრუნების საკითხი, ასევე ირანული ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებული თემები.
მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მიზანი იყო ირანის ეკონომიკური აქტივობების აღდგენა, მათ შორის სანქციების ქვეშ გაყინული რესურსების შესაძლო განბლოკვა.
ცნობისათვის, ორშაბათს საღამოს ირანის დელეგაციის წარმომადგენელი მოჰამად ბაგერ ღალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ომანში ჩავიდნენ.
იქ ისინი შეხვდნენ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრს ბადრ ალ-ბუსაიდს.
როგორც CNN აღნიშნავს, მხარეებმა განიხილეს: შემდგომი სამშვიდობო ძალისხმევა და ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფის საკითხები.