მსოფლიოში საკვები პროდუქტებისა და სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია Nestle-მ შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის საკუთარ პროდუქციას ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ქართულ ტელეარხ "იმედზე" ათავსებდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City A.M. ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, Nestle კომერციულ ურთიერთობას ინარჩუნებდა ქართულ მედიაკომპანია ტელეკომპანია „იმედთან“ მას შემდეგაც, რაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მას უკანასკნელს სანქციები დააკისრა.
მარტში, „Transparency International“-მა Nestle დასავლური კომპანიების იმ ჯგუფს შორის დაასახელა, რომლებმაც არხთან კავშირები შეინარჩუნეს, მიუხედავად იმისა, რომ ის სანქციების სიაში იყო შეტანილი. გამოცემა წერს, რომ როგორც ჩანს, „Nestle“ „იმედის“ მეშვეობით აგრძელებდა ისეთი ბრენდების რეკლამირებას, როგორიცაა „Nescafe“, „Nescafe Gold“ და „Nesquik“.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით "ნესტლე საქართველოს" წილის 100%-ს შვეიცარიაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება სოსიეტე დე პროდუი ნესტლე ფლობს. დირექტორი კი რუსეთის მოქალაქე დმიტრი ალექსეენკოა.
გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი ლიან გილი ხელმძღვანელობს.