აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ვeნსი და მისი მეუღლე შვეიცარიაში მდებარე ემენის საჰაერო ბაზაზე ჩაფრინდნენ.
ვენსმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ რანთან მოლაპარაკებებში მისი მთავარი პრიორიტეტებია მოლაპარაკებების სტრუქტურის ჩამოყალიბება, ბირთვულ საკითხებში „პროგრესის მიღწევა“ და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა.
ვენსის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხში წინსვლა. მისი თქმით, ლიბანი კვლავ გახდა ისრაელის მხრიდან სარაკეტო იერიშების სამიზნე და ვითარება ისეთია, რომ „მისი მუდმივი კონტროლია საჭირო“.
„ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებზეც კონცენტრირებული ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ირანელებსაც ექნებათ საკითხები, რომელთა განხილვაც სურთ“, – აღნიშნა ვენსმა.