„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის თავზე, ყველგან „გავრილოვია". გავრილოვის ღამე გავრილოვის დღეებად, თვეებად, წლებად გაგრძელდა - „გავრილოვის გრძელი ღამე“ უნდა დასრულდეს“-, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საუბრობს, 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენებზე, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რასაც შემდგომ, ქართველებისგან მწვავე პროტესტი მოჰყვა.
„20 ივნისი, 7 წელი გავიდა „გავრილოვის ღამიდან“. მაშინ რუსი გავრილოვი ჩაჯდა პარლამენტის მთავარ სავარძელში; ახლა კი, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის თავზე, ყველგან ,,გავრილოვია". გავრილოვის ღამე გავრილოვის დღეებად, თვეებად, წლებად გაგრძელდა.
ევროპული მომავლისთვის მებრძოლი გოგო-ბიჭები სინდისის პატიმრებად იქცნენ; ელენე ხოშტარია ციხეში ზის და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს;
უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ლიდერს კვლავ ციხე ელოდება;ვინც ციხეში არ მოხვდება მახინჯი კანონებით გარეთ ექნება თავისუფლება აღკვეთილი.
,,გავრილოვშინა" და ,,გავრილოვის გრძელი ღამე" უნდა დასრულდეს“- წერს ფიქრია ჩიხრაძე „ფეისბუქზე“.