იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ჯორჯია მელონის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს.
„პრეზიდენტ ტრამპის მიერ პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მისამართით გაკეთებული სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებები მთელი იტალიის შეურაცხყოფაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გავაუქმო 21-22 ივნისს აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა იტალიურ მედიას ჯორჯია მელონიზე განუცხადა:„ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო. ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად სურათის გადაღება. შესაძლოა, არც გადამეღო, მაგრამ შემეცოდა და დავთანხმდი.“
აღნიშნულს გამოეხმაურა ჯორჯია მელიონი და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარი, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა, „სრულიად შეთხზული“ იყო.