მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს25 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ. იუწყება რუსული სააგენტო "ტასი".
თავდაპირველად მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქისკენ მიმავალი ექვსი დრონი იყო განადგურებული. მოგვიანებით მან რამდენიმე დამატებითი შეტყობინება გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, მისი მტკიცებით, ჩამოგდებული უპილოტო აპარატების საერთო რაოდენობამ 25-ს მიაღწია.
სობიანინის თქმით, ყველა დრონი მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, ხოლო შემთხვევის ადგილებზე შესაბამისი საგანგებო სამსახურები მუშაობდნენ.
რუსეთის თავდაცვის უწყებასა და დამოუკიდებელ წყაროებს ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებიათ.