„ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება, - ამის შესახებ ALDE-ს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ახლავე უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს სასწრაფოდ საჭირო მკურნალობა.
"მოვითხოვთ, გაეწიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.
თითქმის 10 თვის განმავლობაში უკანონოდ დაპატიმრებულის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება, რადგან მას სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე უარი ეთქვა. მკურნალობის გარეშე მას ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება ემუქრება, რამაც შეიძლება სიარულის უნარი შეუზღუდოს.
"ქართულმა ოცნებამ" ახლავე უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს სასწრაფოდ საჭირო მკურნალობა," - წერია განცხადებაში