“20 ივნისის საქმეზე” გახარიას წინააღმდეგ მოწმედ დამიბარეს - აი ამ ცირკში ძალიან არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ თუ არ მოხვალ პოლიციის ძალით მოგიყვანთო, - წერს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომური.
გომური აღნიშნავს, რომ პროცესში მონაწილეობა მისთვის მორალურად რთულია, რადგან მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა დამნაშავეს უნდა დაეკისროს და არა მხოლოდ ერთ პირს.
„“20 ივნისის საქმეზე” გახარიას წინააღმდეგ მოწმედ დამიბარეს. ზუსტად ვიცი, რომ სულ შემაწუხებს ამას თუ გავაკეთებ, იმიტომ რომ თუ ვთანხმდებით რომ “ქოცების” სასამართლო არალეგიტიმურია, მაშინ ყველანაირად არალეგიტიმური უნდა იყოს. კიდევ უფრო ცუდია იმის გააზრება, რომ “ქოცებს” ხელებიდან ჭუჭყის ჩამობანაში ვეხმარები ამ ჩვენებით. არავის ეგონოს, რომ გახარიას ვიცავ, ჩემზე მეტად არავის უნდა ალბათ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი “20 ივნისის საქმეზე”, მაგრამ ყველა დამნაშავემ და არა მხოლოდ ერთმა დამნაშავემ. უბრალოდ აი ამ ცირკში ძალიან არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ თუ არ მოხვალ პოლიციის ძალით მოგიყვანთო და ისედაც ჩემით განერვიულებულ ოჯახის წევრებს ამ სადარდებელს ვეღარ დავუმატებ. (გულწრფელად, ერთი ეგ დაბრკოლება მაქვს, რომ არ მივიდე ). არ ვიცი, ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ თავს იქ მისვლით და აჰა, გაგიზიარებთ თქვენც. ნეტა, როდის მოგვშორდება ეს ბოროტება ქვეყნიდან. ასე, რომ „ვიშ მი ლაქ გაიზ“, თუ თავში რამე გადამიტრიალდა და დამიჭირეს, აქციები არ გამართოთ ჩემ გამო“,- დაწერა მაკო გომურმა სოციალურ ქსელში.