საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრემია გადაეცა. სალომე ზურაბიშვილი პირველი ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც მარკ პალმერის პრემიის ლაურეატი გახდა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ჯილდო ორგანიზაცია Freedom House-მა პრინციპული ლიდერობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილმა პრემია ქართველ ხალხს მიუძღვნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და დემოკრატიის უკუსვლა მიმდინარეობს.