დრონებით თავდასხმის შედეგად მოსკოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეგრამ- არხის, Exilenova-ს ცნობით, მოსკოვის კაპოტნიას რაიონში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის, რომელიც კრემლიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.
მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გრძელდება უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა მოსკოვზე. ერთ-ერთმა დრონმა დააზიანა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. მისი თქმით, დაშავებულები არ არიან.
Telegram-არხ Astra-ის ცნობით, ადგილობრივი მაცხოვრებლები აფიქსირებდნენ საჰაერო თავდაცვის მუშაობას მოსკოვის ოლქის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პავლოვსკი პოსადში, რამენსკში და ჟუკოვსკში.
რუსული უწყების "როსავიაციის" განცახდებით, დროებითი შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის მთავარ აეროპორტებში: დომოდედოვოში, შერემეტიევოში, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკში (რამენსკოე).