უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევ-პეჩერის ლავრაში მიყენებული ზიანის დათვალიერებისას, განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ეტყოდა ის ვლადიმირ პუტინს ამ თავდასხმის შემდეგ, ზელენსკიმ უპასუხა:
„ჩვენ სათქმელს ვიტყვით.“
ცნობისთვის, კიევზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.