ქართველი ხალხის მიმართ, ვისაც ნამდვილად სურს ევროპული გეზი, ჩემი გზავნილია: იმედი არ დაკარგოთ, შესაბამისად მოიქეცით, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას. ჩემი გზავნილია ქართველი ხალხის მიმართ, ვისაც ნამდვილად სურს ევროპული გეზი -იმედი არ დაკარგოთ და შესაბამისად მოიქეცით, რადგან სომხეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხალხს თუ სურს, საბოლოოდ შესაძლებელია, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ევროკავშირის გზა გაიხსნება. ასე რომ, არ დაკარგოთ იმედი, რადგან ევროპა ღია დარჩება საქართველოსთვის“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ამასთან, ცაჰკნამ შეკთხვის პასუხად განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს კვლავ განიხილავენ.
„დიახ, განვიხილავთ სანქციებს საქართველოს, ასევე ზოგიერთი ადამიანის წინააღმდეგ. ესტონეთმა წარადგინა საკმაოდ გრძელი სია ეროვნულ დონზე მიღებულ სანქციებში. იმედი გვაქვს, საბოლოოდ ეს ზეწოლა იმუშავებს, მაგრამ ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის, რას გააკეთებს ქართველი ხალხი, ეს მათი გასაკეთებელია. ჩვენ, ესტონელები ვაცნობიერებთ, რომ ვითარება რთულია“. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]