ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ დარტყმა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა კიევ-პეჩერის ლავრა.
ამის შესახებ ცაჰკნა X-ზე წერს.
ცაჰკნას თქმით, რუსეთი „ხშირად ცდილობს თავი წარმოაჩინოს ქრისტიანული ცივილიზაციის დამცველად“.
„თუმცა, კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით, მან კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ბარბაროსობა და ზიზღი კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის მიმართ. ეს არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი. ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა მონასტერი. თითქმის ათასი წლის განმავლობაში არსებული სალოცავი ადგილი. დღეს ის რუსეთის გამო იწვის,“ - წერს მარგუს ცაჰკნა.