გულითადად ვულოცავ აშშ-სა და ირანს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელ X-ში წერს.
"გულითადად ვულოცავ აშშ-სა და ირანს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, რომელიც ითვალისწინებს დაუყოვნებელ და მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტის გახსნას, ასევე შემდგომი მოლაპარაკებების ჩარჩოს შექმნას. ეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პაკისტანს, კატარს, ეგვიპტეს, საუდის არაბეთს, თურქეთსა და სხვა რეგიონულ ქვეყნებს იმ კონსტრუქციული როლისთვის, რომელიც მათ შეასრულეს მოლაპარაკებების მხარდაჭერაში და რომელმაც ამ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახადა", - წერს ანტონიო გუტერეში.