კიევზე მასირებული შეტევის შედეგად, კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებენ.
კლიჩკოს განცხადებით, ხანძარი გაჩნდა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე, კერძოდ, მიძინების ტაძრის სახურავზე.
ტიმურ ტკაჩენკოს წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი პირდაპირი მოხვედრის შედეგად გაჩნდა.
„დადასტურებულია ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობებში. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი პირდაპირი მოხვედრა გახდა.
ამ დროისთვის ვადგენთ, რა მასშტაბის ზიანი მიადგა ობიექტს რუსული შეტევის შედეგად. უსაფრთხოების პროტოკოლების ფარგლებში მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზებისა და შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებები,“ - განაცახდა ტიმურ ტკაჩენკომ.