ირანის ხელისუფლება არ ადასტურებს, რომ აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას კვირას მოეწერება ხელი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების გაფორმება სწორედ 14 ივნისს იგეგმება.
როგორც Reuters წერს, თეირანში შეთანხმების კვირას ხელმოწერა არ დაუდასტურებიათ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღეიმ ტრამპის განცხადებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ხელმოწერის ვადებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
მისი თქმით, შეთანხმების გაფორმება შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს, თუმცა არა კვირას.
„ეს ხვალ არ მოხდება... თუმცა შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს“, - განაცხადა ბაღეიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი ითვალისწინებს ჰპრმუზის სრუტის გახსნას და აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნას, რის შემდეგაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
„ირანი გახსნის ჰორმუზის სრუტეს - ეს აუცილებელი პირობაა. სრუტე შეიძლება გაიხსნას ყოველგვარი მოსაკრებლის გარეშე. როგორც კი ეს მოხდება, ჩვენ მოვხსნით ბლოკადას“, - განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს.
მანამდე ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანთან შეთანხმებას 14 ივნისს მოეწერებოდა ხელი, რის შემდეგაც ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობა აღდგებოდა.