რუსეთმა მოსკოვის წითელ მოედანზე რუსეთის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური კონცერტი გააუქმა, რაც 2003 წლიდან, რაც ღონისძიების აღნიშვნა დაიწყო, პირველად მოხდა.
Telegram-არხი „აგენტსტვო. ნოვოსტი“ აღნიშნავს, რომ მსგავსი კონცერტები 2003 წლიდან ყოველწლიურად იმართებოდა წითელ მოედანზე. ღონისძიება 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის პერიოდშიც კი არ გაუქმებულა.
"მთავარი სადღესასწაულო კონცერტის" ტრანსლაცია რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა დაგეგმილი.
მედიის ცნობით, შედეგად, თავდაპირველად გამოცხადებული ვარსკვლავების სია შემცირდა, ხოლო ღონისძიების ჩატარების ადგილი შეიცვალა. საბოლოო პროგრამა და მონაწილეთა სრული სია ამ ეტაპზე უცნობია.
აქამდე რუსეთს 9 მაისის ტრადიციული აღლუმის სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარება მოუწია.