სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა თანამდებობიდან გადადგეს.
„რადიო ბელგრადის“ ეთერში ვუჩიჩს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის გადადგომას 3-4 თვეში, რაზეც მან უპასუხა: „შესაძლოა უფრო ადრეც“.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წიგნების ჩალაგება დავიწყე. ბევრი წიგნი მაქვს და ვფიქრობ, სად გადავიტანო,“ - თქვა ვუჩიჩმა.
მისივე თქმით, ის ფიქრობს პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარ კანდიდატურაზეც და დაამატა, რომ საღამოს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
ვუჩიჩმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნები რამდენიმე თვეში - 3-4 თვეში, გაიმართება და ეს„ტექნიკური საკითხია“.
მისი თქმით, ის ყოველდღიურად ფიქრობს იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში მყოფი პირებიდან მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი.