თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ნარკოტიკებთან და პროსტიტუციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში 22 ადამიანი დააკავა, მათ შორის შოუ-ბიზნესის რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელი.
მედიის ცნობებით, დაკავებულთა შორის არიან: მსახიობი ბერენ საათი და მისი მეუღლე მომღერალი ქენან დოღულუ; მუსიკოსი ოზან დოღულუ; მსახიობი ენის არიქანი; მომღერალი ბერდან მარდინი; სოციალური მედიის ინფლუენსერი ქერიმჯან დურმაზი
მედის ინფორმაციის მიხედვით, ისინი დააკავეს სტამბოლში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ნარკოტიკებთან და პროსტიტუციასთან დაკავშირებულ შესაძლო დანაშაულებს ეხება.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები დაკითხვისთვის სტამბოლის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო მანამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს.