სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით ბიულეტენების 98.48%-ის დათვლის შემდეგ, მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ საპარლამენტო არჩევნებში 49.86%-ით ლიდერობს.
ამავე შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 23.35%-ით.
მესამე ადგილზეა ბლოკი „სომხეთი“ 9.95%-ით . შედეგებით მეოთხეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ 3.96%-ით.
პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის - 8%.