სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ელექტრონული კენჭისყრის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს.
ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.
ელექტრონული ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა რაოდენობა 537 იყო, რომელთაგან არჩევნებში მონაწილეობა 410-მა მიიღო მონაწილეობა.
შედეგები ცესკოს თავმჯდომარემ ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა წარადგინა.
შედეგების თანახმად, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ -„სამოქალაქო შეთანხმება“ – 330 ხმა მოიპოვა, 13-13 ხმა მოიპოვეს ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ და პარტიამ „ერთიანობის ფრთები“, შემდეგ კი მოდის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ 8 ხმით.