სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 14:00 საათის მდგომარეობით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 847 226 ამომრჩეველმა, რაც ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა 33,84%-ს შეადგენს.
ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება 2 505 102 მოქალაქეს აქვს.
7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაიარა 18-მა პოლიტიკურმა ძალამ - მათ შორის 2-მა საარჩევნო ბლოკმა და 16-,ა პოლიტიკურმა პარტიამ.
კენჭისყრა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 2005 საარჩევნო უბანი.
არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია მიიღო 71-მა მედიასაშუალებამ, პროცესს აკვირდება 13 ადგილობრივი და 8 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია.