კოსოვოში ბოლო 18 თვის განმავლობაში მესამე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარებოს, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევა ვერ შეძლო.
ხმის მიცემა კოსოვოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე 7 ივნისის დილით დაიწყო. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა.
ხმის მიცემის უფლება 2 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს.
ანალიტიკოსები პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის პარტიის კვლავ გამარჯვებას პროგნოზირებენ. თუმცა, მათი თქმით, მას მაინც დასჭირდება ოპოზიციურ პარტიებთან კომპრომისის მიღწევა ახალი პრეზიდენტის ასარჩევად საჭირო ორი მესამედის უმრავლესობის უზრუნველსაყოფად.
კურტის პარტიამ დეკემბერში გამართულ ბოლო არჩევნებში ხმების 51.1% მოიპოვა, მაგრამ სხვა პარტიებთან ვერ შეთანხმდა ძირითადად ცერემონიალური საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხზე, რამაც აპრილში პარლამენტის დაშლა და კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები გამოიწვია.
კოსოვოს საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 120 ადგილიან პარლამენტში ადგილებისთვის 17 პარტიისა და სამი კოალიციური ჯგუფის 900-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის.