თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის განცხადებით, შავ ზღვაში, სევასტოპოლის მახლობლად, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი თურქი მეთევზე დაიღუპა, ხოლო ოთხი ადამიანი დაშავდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის სარდლობის ინფორმაციით, 5 ივნისს მიიღეს შეტყობინება, რომ გემი, რომელიც თურქეთის დროშით ცურავდა, ყირიმის დასავლეთით, სევასტოპოლის სიახლოვეს თავდასხმის სამიზნე გახდა.
განცხადების მიხედვით, გემი დაზიანდა და მოგვიანებით ჩაიძირა.