აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ირანს ვაშინგტონისთვის არ უცნობებია აშშ-ირანის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ თეირანმა დიალოგი შეაჩერა.
ტრამპმა ამის შესახებ NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მანამდე ირანულმა სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა აშშ-სთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. სააგენტოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ მიიღეს.
ტრამპის თქმით, ამერიკულ მხარეს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ მიუღია.
„ამის თქმა მიზანშეწონილია, რადგან ისინი მოლაპარაკებებში უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ბრძოლაში. თუმცა ამის შესახებ ჩვენთვის არ უცნობებიათ. ეს არ ნიშნავს, რომ იქ მივალთ და ბომბების სროლას დავიწყებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ აშშ დაუყოვნებლივ სამხედრო მოქმედებებზე გადავა.
„ეს არ ნიშნავს, რომ იქ წავალთ და ბომბების ჩამოყრას დავიწყებთ“, – თქვა მან.
ამავე დროს, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას შეინარჩუნებს.