ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
მსოფლიოს 36-მა სახელმწიფომ და ევროპის კავშირიმ მხარი დაუჭირეს გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების დამტკიცებას - საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის მმართველ კომიტეტს ქმნის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრი სიბიჰა განცხადებით, სპეციალური ტრიბუნალი იურიდიულ რეალობად იქცა. თუმცა, მისივე თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია სამართლიანობის გზაზე.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ სპეციალური ტრიბუნალის მონაწილე სახელმწიფოების წრე გაფართოვდება.
„იქნება განაჩენებიც. ეს უკრაინას სჭირდება. ეს ევროპას სჭირდება. და თვით რუსეთსაც სჭირდება ეს ტრიბუნალი“, - განაცხადა სიბიჰამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ სპეციალური ტრიბუნალის მმართველი კომიტეტის შექმნის შესახებ გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება განსაზღვრავს მისი ფუნქციონირების ადმინისტრაციულ და მმართველობით საფუძვლებს, ასევე შექმნის დამატებით მექანიზმებს სპეციალური ტრიბუნალისადმი რეგიონთაშორისი მხარდაჭერის გასაფართოებლად.