აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი პარასკევს განაცხადა, რომ კიევში საცხოვრებელ სახლზე რუსეთის სარაკეტო დარტყმამ, რომელსაც 24 ადამიანი ემსხვერპლა, შესაძლოა ომის მშვიდობიანი გზით დასრულების მცდელობებს ხელი შეუშალოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ტრამპმა განცხადება ჩინეთიდან დაბრუნებისას, Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ტრამპის თქმით, მან უკრაინაში მიმდინარე ომი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან განიხილა და ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულება სურთ.
„გვსურს, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. გუშინდელ საღამომდე ყველაფერი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ გუშინ საღამოს მათ (უკრაინელებს) ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენეს. ასე რომ, ეს მოხდება (ომის დასრულება). თუმცა, ეს სამწუხაროა“, - განაცხადა ტრამპმა, კიევზე რუსეთის იერიშის შესახებ საუბრისას.