საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 155 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.