აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანში სამხედრო კაპმანია გაგრძელდება.
ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, სადაც ახსენებს, რომ ირანის სამხედრო ძალის განადგურების გაგრძელება იქნება.
"როდესაც პრეზიდენტმა სი ძინპინმა ძალიან დახვეწილად ახსენა, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა დაღმასვლის გზაზე მდგარი ქვეყანა იყოს, ის გულისხმობდა იმ უზარმაზარ ზიანს, რომელიც ჩვენ მივიღეთ მძინარა ჯო ბაიდენისა და ბაიდენის ადმინისტრაციის ოთხი წლის განმავლობაში და ამ საკითხში ის 100%-ით მართალი იყო. ჩვენი ქვეყანა უზომოდ დაზარალდა ღია საზღვრებით, მაღალი გადასახადებით, „ტრანსგენდერი ყველასთვის“ პოლიტიკით, კაცებით ქალთა სპორტში, DEI-ით, საშინელი სავაჭრო შეთანხმებებით, უკონტროლო დანაშაულით და კიდევ მრავალი სხვა რამით!
პრეზიდენტი სი არ გულისხმობდა იმ წარმოუდგენელ აღმავლობას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს აჩვენა ტრამპის ადმინისტრაციის 16 შთამბეჭდავი თვის განმავლობაში, რაც მოიცავს ისტორიაში უმაღლეს მაჩვენებელზე მყოფ საფონდო ბაზრებსა და 401K-ებს, სამხედრო გამარჯვებას და ვენესუელასთან წარმატებულ ურთიერთობას, ირანის სამხედრო ძალის განადგურებას (გაგრძელება იქნება!) - მსოფლიოში უდავოდ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას, კვლავ ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ ქცევას, რეკორდულ 18 ტრილიონ დოლარის ინვესტიციებს, რომელიც სხვა ქვეყნებიდან აშშ-ში ჩაიდო, აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო შრომის ბაზარს, როდესაც დღეს ამერიკაში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ოდესმე, ქვეყნის დამანგრეველი DEI-ის დასრულებას და კიდევ უამრავ სხვა რამეს, რომლის ჩამოთვლაც შეუძლებელია. სინამდვილეში, პრეზიდენტმა სიმ ძალიან მოკლე დროში მიღწეული ამდენი დიდი წარმატებისთვის მომილოცა კიდეც.
ორი წლის წინ ჩვენ მართლაც დაღმასვლის გზაზე მდგარი ქვეყანა ვიყავით. ამაში მე სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ სის! მაგრამ ახლა შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და ძლიერი ქვეყანაა და იმედი მაქვს, რომ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა მომავალში უფრო ძლიერი და უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე!" - წერს ტრამპი.