საქართველოში საფრანგეთის საელჩო შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს.
"საქართველოში საფრანგეთის საელჩო ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო მესამეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მთელი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში, საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში", - ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მისალოც ტექსტში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს საქართველოს 142-ე მწყემსმთავრად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.
პატრიარქის ინტრონიზაცია (აღსადყრების ცერემონიალი) გაიმართა 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.