ირანი თუ ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, პირისაგან მიწისა აღიგვება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა.
ამავდროულად, მისი თქმით, ირანი მოლაპარაკებების პროცესში გარკვეულ მოქნილობას იჩენს და აშშ-ის მიერ ირანულ პორტებზე დაწესებული ზეწოლის ფონზე უფრო „დამყოლად“ გამოიყურება.
ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ რეგიონში სამხედრო ძალებისა და შეიარაღების გაძლიერებას აგრძელებს.
„ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო მაღალი დონის იარაღი და საბრძოლო მასალა, ვიდრე ადრე გვქონდა. გვაქვს საუკეთესო ტექნიკა. მსოფლიოს მასშტაბით გვაქვს სამხედრო ბაზები, რომლებიც სრულად არის აღჭურვილი. ჩვენ შეგვიძლია ამ რესურსების გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გამოვიყენებთ,“ - განაცხადა მან.