საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი. ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს. უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავაც პატივს სცემს საქართველოს, მის სუვერენიტეტს და მის ხალხს. ჩვენ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - წერს ზელენსკი X-ზე.