აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს აცნობა, რომ შეიარაღების მიწოდებაში შესაძლოა ხანგრძლივი შეფერხებები წარმოიშვას, საკუთარი სამხედრო მარაგების მნიშვნელოვნად შემცირების გამო. ამის შესახებ Financial Times წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შეფერხებები პირველ რიგში შეეხება შეიარაღების მიწოდებას: დიდი ბრიტანეთისთვის, პოლონეთისთვის, ლიეტუვასთვის და ესტონეთისთვის.
ასევე, ვაშინგტონში განიხილება მიწოდებების ნაწილის გადავადება აზიის ქვეყნებისთვისაც, მათ შორის ტაივანისთვის.
საუბარია საბრძოლო მასალასა და რაკეტებზე, რომლებიც გამოიყენება ისეთი სისტემებისთვის, როგორიცაა HIMARS და NASAMS, ასევე სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან შეიარაღებაზე, რომელსაც აქტიურად იყენებენ აშშ-ის მოკავშირეები, მათ შორის უკრაინა.
გამოცემის ვნობით, პენტაგონში დაადასტურეს, რომ ამჟამად გადახედავენ როგორც ახალ მოთხოვნებს, ასევე უკვე გაფორმებულ კონტრაქტებს, რათა ისინი შეესაბამებოდეს მიმდინარე ოპერატიულ საჭიროებებს.
დეტალები არ სახელდება, რადგან ინფორმაცია კონფიდენციალურია.
წყაროების მიხედვით, მთავარი მიზეზი ბოლო პერიოდში ირანითან კონფლიქტის დროს საბრძოლო მასალის მაღალი ხარჯი გახდა.
ორი თვის განმავლობაში აშშ აქტიურად იყენებდა რაკეტებსა და ჩამჭრელ სისტემებს დრონებისა და რაკეტების შეტევების მოსაგერიებლად.