გუშინ ვუყურე სხდომას, სადაც საწვავზე ლაპარაკობდნენ ეს აბსოლუტური ქურდები და ყაჩაღები, ფხაკაძეს ვგულისხმობ, გაგრძელებული ჩხარტიშვილით, ენუქიძით, ამ ხალხით, ვინც სისხლს სწოვს ქართველ ხალხს და ერს. ლაპარაკობენ, თურმე, იაფად ყიდიან საწვავს, 3 ლარი და 60 თეთრი ღირს, დღეს რომ მოვდიოდი, დავინახე, საბადრაგო მანქანიდან ჩანს, 4 ლარი ღირს საწვავი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"დღეს დამთავრდა ე.წ. ფასების კომისია. გუშინ ვუყურე სხდომას, სადაც საწვავზე ლაპარაკობდნენ ეს აბსოლუტური ქურდები და ყაჩაღები, ფხაკაძეს ვგულისხმობ, გაგრძელებული ჩხარტიშვილით, ენუქიძით, ამ ხალხით, ვინც სისხლს სწოვს ქართველ ხალხს და ერს. ლაპარაკობენ, თურმე, იაფად ყიდიან საწვავს, 3 ლარი და 60 თეთრი ღირს, დღეს რომ მოვდიოდი, დავინახე, საბადრაგო მანქანიდან ჩანს, 4 ლარი ღირს საწვავი. მოვიდეს ყველა ექსპერტი და ვისაც უნდა შემომედავოს, 1 ლიტრი საწვავი ფოთამდე მაქსიმუმ 2 ლარი და 10 თეთრი ღირს, ახლა გაძვირებულს რომ ეძახიან, იმ პირობებში. „კალონკებზე“ 3 ლარი და 60 თეთრი, 4 ლარი გვხვდება. სად არის მიშასთან რომ მიდოდა, ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? 2-3 თვის წინ, ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2 ლარი და 60 თეთრად ყიდდნენ. ქურდული წილია ამ აბსოლუტური ყაჩაღი ფხაკაძის და ასეთი ოლიგარქების. წილოსანის, რომელიც ამ კომისიაში ზის, მისი ანაზღაურება პარლამენტში 20 000 ლარია, 20 000 ლარი ნებისმიერ თქვენგანს რომ ჩაგირიცხონ, ისე გაღიმებული სახით მოყვებით, რომ კარგი ფასებია ქვეყანაში. რა თქმა უნდა, 20000-ად გააკეთებს კომენტარს, მამამისს 58 მილიონი ლარის მოპარვას ედავებოდნენ, წილოსანის მამას, მე კი არა, „ოცნების“ პროკურატურა ედავებოდა ხალხნო! ეს ქალი დღეს პარლამენტში ზის, ნებისმიერ რამეს მიაჭერს ხელს... ჩვენ არ უნდა გვქონდეს მათგან რამე ადეკვატურის მოლოდინი.
წამლებთან დაკავშირებით - ბავშვებზე, გაუგებარ დისკუსიას ვუყურე. წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილის ან კალაძის შვილი - ჯვარი წერია ყველას, ღმერთმა ყველას აშოროს, რომელიმემ მათ - მშობლის ადგილას წარმოიდგინოს თავი, 1 წელი და 3 წელი კი არა, 1 დღე რომ შეიძლებოდეს გაგრძელება, ეტლში რომ არ ჩაჯდეს, ნებისმიერ ქვეყანაში გადააფრენდნენ. საერთოდ, მომავალში ინიციატივა უნდა იყოს, კი არ მოსწონთ მომავალში რაღაცებს რომ ვამბობ, ამიტომ ციხეში ვარ, მაგრამ მომავალში, არც ერთ მინისტრს კაბინეტი სამინისტროში არ უნდა ჰქონდეს. არის ქალაქები და სოფლები, სადაც სასწრაფო დახმარება ვერ მიდის, რადგან გზა არ არის, ამბულატორია არ არის, ჯანდაცვის მინისტრს კაბინეტში არ დაეჯდომება. რა უნდა ინფრასტრუქტურის მინისტრს კაბინეტში, გრიგოლეთის ხიდი ვერ გააკეთეს 12 წელია. კარგად უნდა გვესმოდეს მარტივი ჭეშმარიტება, ქურდების ხელში ვართ, აბსოლუტური მწამებლების ხელში ვართ, სიტყვაზე გვიჭერენ, წინააღმდეგობაზე გვიჭერენ, მაგრამ ძალიან მალე შეიცვლება, ოღონდ ამისთვის მონდომება, ერთმანეთის არძაგება გვინდა. აქედან კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვინც თავს ოპოზიციონერს არქმევს, არ ვაკრიტიკებ, როგორ გავაკრიტიკო ხალხი, რომელთაც 15-წლიანი ციხე დაკიდეს. ვდარდობ თითოეულ ადამიანზე, მაგრამ გარეთ ვისაც შესაძლებლობა აქვს, მაქსიმალურად გაუფრთხილდით ერთმანეთს, სასაცილო განცხადებები ნუ გაქვთ ხოლმე. მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა უკან-უკან მიდის.
ყველას გვინდა ნორმალური ქვეყანა და ცხოვრება. ხაბეიშვილი არაა კრიმინალი და საზოგადოებისთვის საშიში, ეს იცის პატარა ბავშვმაც. ისეთ რამეს ვერ დამაბრალეთ, რომელიც „ქოცის“ ყურამდე მივა. მე ვერ მავნებს ციხეში ყოფნა, მე შეიძლება მავნოთ ნერვებით, ჯანმრთელობით“ [შიფრ ipn], - განაცხადა ხაბეიშვილმა.