აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ახალი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ირანში ომის გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად ევროპელი მოკავშირეების პოზიცია მიაჩნია.
ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი ევროპის ქვეყნები არ ჩაერთნენ აშშ-ისა და ისრაელის კამპანიაში ირანის წინააღმდეგ. მისი თქმით, ვაშინგტონს „არანაირი დახმარება“ არ მიუღია, მათ შორის იტალიისგან.
„ესპანეთი საშინლად მოიქცა. ნატო-ც. ისინი უკრაინით იყვნენ დაკავებული და იქ სრული არეულობა შექმნეს. ჩვენ მათ ვეხმარებოდით, მიუხედავად იმისა, რომ ოკეანის იქით ვართ. ბაიდენმა კი მათ 350 მილიარდი მისცა. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ომი გრძელდება. მაგრამ როცა ჩვენ გვჭირდებოდა - ისინი არ იყვნენ,“ - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განიხილავს ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესაძლებლობას არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.