სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მოსმენისას აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა დენ კეინმა სენატორებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტიი ვლადიმირ პუტინი მხარს უჭერს ირანის სამხედრო ძალისხმევას.
კეინმა დეტალების გასაჯაროებაზე უარი თქვა.
„ცალსახად არსებობს გარკვეული ქმედებები, რომლებიც ამაზე მიუთითებს,“ - აღნიშნა დენ კეინმა.
კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი დაეთანხმა ამ შეფასებას და განაცხადა, რომ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ რუსეთი ცდილობს შეაფერხოს აშშ-ის ძალისხმევა ირანში.
„ეჭვი არ არის, რომ პუტინის რუსეთი სერიოზულ ნაბიჯებს დგამს, რათა ხელი შეუშალოს ჩვენს წარმატებას ირანთან დაკავშირებულ პროცესებში,“ - თქვა უიკერმა.