რუსეთი, შესაძლოა, დათანხმდეს ცეცხლის ხანგრძლივ შეწყვეტას სანქციების შემსუბუქების ან მოხსნის სანაცვლოდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა აშშ-სა და ევროპას, შეინარჩუნონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და არ დაექვემდებარონ მოსკოვის მცდელობებს მათი შემსუბუქებისკენ.
„ვფიქრობ, რუსეთმა შესაძლოა, დააყენოს საკითხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ - მათ შორის, ცალკეული საწარმოების მიმართ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მისთვის ცნობილია, რომ რუსეთი აყენებს მოთხოვნას SWIFT-ის სისტემაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რათა მისმა ბანკებმა კვლავ შეძლონ მუშაობა.
„ეს ყველაფერი უკრაინისთვის დიდ რისკს წარმოადგენს,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკი.