აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესაძლებლობას და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა.
„შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში ჯარების შემცირების შესაძლებლობას. შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული," - წერს ტრამპი.
ტრამპის განცხადება გაკეთდა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან მისი საჯარო დაპირისპირების ფონზე .
27 აპრილს მერცმა გააკრიტიკა ვაშინგტონი ირანის მიმართ მკაფიო სტრატეგიის არქონის გამო და განაცხადა, რომ ირანი მოლაპარაკებების დროს „ამერიკულ ერს ამცირებს“.
ტრამპმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ მერცს „არ ესმის, რაზე ლაპარაკობს“ და დაადანაშაულა, რომ თითქოს გერმანიის კანცლერი ირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღებას მხარს უჭერს.