დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მივიდნენ.
ამის შესახებ Sky News წერს.
ბრიტანეთის მონარქისა და მისი მეუღლის გარდა, თეთრ სახლში ასევე იმყოფებიან ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი.
ბრიტანეთის მონარქის მისალმებისას ტრამპმა აღნიშნა, რომ „ჩარლზს შესანიშნავი აქცენტი აქვს“, რომელიც „ყველას შურს გამოიწვევს“.
როგორც ცნობილია, ჩარლზ III-ის ვიზიტი მიზნად ისახავს ორი მჭიდრო მოკავშირის - ბრიტანეთისა და აშშ-ის - ისტორიული კავშირების ხაზგასმას, ამერიკის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების 250 წლისთავთან დაკავშირებით.
მოსალოდნელია, რომ დიდი ბრიტანეთის მეფე აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს ლონდონსა და ვაშინგტონს შორის„განსაკუთრებულ ურთიერთობებზე“ეცდება რა გააუმჯობესოს კავშირები ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე.
სამეფო წყვილის ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ში ორშაბათს, 27 აპრილს დაიწყო.