დიდი ბრიტანეთის მონარქის ჩარლზ მესამისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება. მას პრესის წარმომადგენლები არ დაესწრებიან, შესაძლო დიპლომატიური ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით. ამის შესახებ The Guardian წერს.
საუბარია მთავარ შეხვედრაზე ტრამპსა და ჩარლზ მსეამეს შორის, რომელიც დღეს, 28 აპრილს გაიმართება. მანამდე უკვე შედგა მათი წინასწარი შეხვედრა. ჩარლზ მესამე მეუღლესთან, კამილასთან ერთად აშშ-ში გუშინ ჩავიდა. ისინი ტრამპმა და პირველმა ლედიმ თეთრ სახლში მიიღეს. ტრამპები ბრიტანეთის სამეფო წყვილს ჩაითუ გაუმასპინზლდბებ და შემდეგ თეთრი სახლის სამხრეთ გაზონის დათვალიერეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბრიტანულმა მხარემ მოითხოვა მედიის წვდომის მაქსიმალური შეზღუდვა, რათა თავიდან აეცილებინათ ისეთი სიტუაციები, როგორიც იყო ტრამპის სხვა მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრების დროს მომხდარი საჯარო დაპირისპირებები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დასაწყისში მხარეები მცირე ხნით გამოჩნდებიან კამერების წინ, თუმცა ძირითადი მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ მეფის მონაწილეობა ხელს შეუწყობს ლონდონსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, რომლებიც ბოლო პერიოდში პოლიტიკურ უთანხმოებათა გამო დაძაბულია.