აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ, სავარაუდოდ, არ მიიღებს ირანის ბოლო წინადადებას ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, თეირანმა წარადგინა წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის გახსნას, თუმცა ქვეყნის ბირთვული პროგრამის საკითხის გადადებას მომავალ მოლაპარაკებებზე.
ორი ინფორმირებული წყაროს თქმით, ტრამპმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე, სადაც ირანის საკითხი განიხილებოდა.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ტრამპი, სავარაუდოდ, არ მიიღებს გეგმას, რომელიც ბოლო დღეებში აშშ-ს გადაეცა.
ოფიციალური პირების განცხადებით, სრუტის გახსნა, ირანში ურანის გამდიდრებისა და ბომბის დასამზადებლად ვარგისი ურანის მარაგების საკითხის გადაწყვეტის გარეშე, შესაძლოა, აშშ-ს მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი დააკარგვინოს. თუმცა, საწყლოსნო გზის ბლოკირების შენარჩუნება ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების გაგრძელებას გამოიწვევს, რამაც აშშ-ში ბენზინის ღირებულების მკვეთრი ზრდა უკვე გამოიწვია.
შეხვედრის შემდეგ გაურკვეველი დარჩა, რა იქნება ტრამპის შემდეგი ნაბიჯები. ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კვლავ არ არიან დარწმუნებული, ვინ ფლობს ირანში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ამასთან, ტრამპმა საჯაროდ გამოხატა სკეპტიციზმი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დატყმების განახლების იდეასთან დაკავშირებით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიუღებლად შეაფასა ირანის მისწრაფება, შეინარჩუნოს კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე.