უკრაინა მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტში, რომელიც თურქეთში გაიმართება. ამ ეტაპზე მხარეები თანხმდებიან უკრაინული დელეგაციის ფორმატსა და შემადგენლობაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოდლოველ კოლეგასთან, მაია სანდუსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა აუცილებლად იქნება წარმოდგენილი მოახლოებულ ალიანსის შეხვედრაზე.
თუმცა წარმომადგენლობის დონესა და მონაწილეობის კონკრეტულ ფორმატზე დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.