აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის ვიზიტი ვაშინგტონში გეგმის მიხედვით შედგება, მიუხედავად თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე მომხდარი სროლისა.
ამის შესახებ მან Fox News-ის ინტერვიუში თქვა .
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიცვალა თუ არა გეგმები ინციდენტის გამო, ტრამპმა უპასუხა, რომ საკითხი მრავალ დეტალს მოიცავს.
„დიახ, ეს კარგი კითხვაა. მასში ბევრი მცირე ნიუანსია. თქვენ ცდილობთ, რომ დამაბნიოთ, როგორც მე ამას მუდმივად ვაკეთებ. ეს მნიშვნელოვანი კითხვაა“, - უპასუხა დონალდ ტრამპმა.
შემდეგ მან შეაქო ბრიტანეთის მეფე და განაცხადა, რომ მასთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება:
„პირველ რიგში, მეფე ჩარლზი მოდის და ის შესანიშნავი ადამიანია. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ვიზიტს. ის ნამდვილად ფანტასტიკური ადამიანია, შესანიშნავი წარმომადგენელი და მამაცი პიროვნება“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე ახსენა მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აღნიშნა, რომ იგი „მიუხედავად ცნობილი პრობლემებისა, საოცრად კარგად უმკლავდება სიტუაციას“ და „ძალიან მამაცია“.
„მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, როგორც მოგეხსენებათ, ეს კარგად დოკუმენტირებული საკითხია, მაგრამ ის საოცრად იქცევა. სინამდვილეში, ის ძალიან მამაცია. და ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ასე რომ, ის ჩამოვა და ჩვენ ძალიან კარგად გავატარებთ დროს. ის თავის ქვეყანას ისე წარმოადგენს, როგორც არავინ სხვა“, - თქვა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მერე ჩარლზ მესამე და დედოფალი კამილა ხვალ ოთხდღიან სახელმწიფო ვიზიტს დაიწყებენ შეერთებულ შტატებში. ისინი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდებიან.