მალის ქალაქ გაოსთან ახლოს ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი. ამის შესახებ რუსი სამხედრო ბლოგერი ილია ტუმანოვი იუწყება
მისი თქმით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
„აფრიკაში დავკარგეთ ჩვენი ვერტმფრენი. ეკიპაჟი და მობილური საცეცხლე ჯგუფი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპნენ“, — წერს ის.
ტუმანოვიმომხდარის მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა წინასწარ მიზეზად ასახელებს „გარე ცეცხლოვან ზემოქმედებას“, რაც, მისი განმარტებით, შესაძლოა საზენიტო-სარაკეტო სისტემას უკავშირდებოდეს.
დღეს რუსეთი მალიში სამხედრო ყოფნას აგრძელებს African Corps-ის მეშვეობით, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სტრუქტურაა.
ეს დანაყოფები მონაწილეობენ ოპერაციებში ჩრდილოეთ მალიში ტუარეგი მეამბოხეების წინააღმდეგ (აზავადის რეგიონი) და ცენტრალურ ნაწილში მოქმედი ისლამისტური ჯგუფების წინააღმდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები განთავსებულნი არიან ძირითად სამხედრო ბაზებზე სევარეში, გაოში და კიდალში. ასევე, მათ ევალებათ გარკვეული სტრატეგიული ობიექტების დაცვა, მათ შორის სამთო მოპოვების ინფრასტრუქტურის, რაც მალის ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხოების მომსახურების სანაცვლოდ თანამშრომლობად არის შეფასებული.