მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში იმყოფებ,სადაცა მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. სანდუ ასევე გეგმავს ჩერნობილში ჩასვლას, რათა პატივი მიაგოს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის ლიკვიდაციისას დაღუპულთა ხსოვნას.
„ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წლის შემდეგ კიევში ვარ მოლაპარაკებებზე და მივდივარ ჩერნობილში, რათა პატივი მივაგო მათ, ვინც ჯანმრთელობა და სიცოცხლე გაიღო ევროპისთვის,“ - დაწერა მან X-ზე.
სანდუმ ხაზი გაუსვა, რომ „შიშს საზღვრები არ აქვს — ამიტომ სოლიდარობასაც არ უნდა ჰქონდეს“. მისი თქმით, მოლდოვა მხარს უჭერს მათ, ვინც აშენებს და არა ანადგურებს.