აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებისთვის აღარ გაემგზავრებიან.
ტრამპის თქმით, აზრი არ აქვს აშშ-ის დელეგაციის 18-საათიან ფრენას პაკისტანში, როცა ირანთან კონფლიქტში „აშშ-ს ყველა კოზირი აქვს“ . მან დაამატა, რომ ირანს შეუძლია ნებისმიერ დროს თავად დაუკავშირდეს შეერთებულ შტატებს.
„ცოტა ხნის წინ ჩემს ხალხს, რომლებიც უკვე გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, ვუთხარი -„არა, თქვენ იქ წასასვლელად 18-საათიან ფრენას არ განახორციელებთ. ჩვენ ყველა კოზირი გვაქვს. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდნენ, მაგრამ თქვენ აღარ გააკეთებთ 18-საათიან ფრენებს იმისთვის, რომ იქ იჯდეთ და არაფერზე ილაპარაკოთ”, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის დედაქალაქი ისლამაბადი დატოვა.