სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული საბა ჯიქიასთვის 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი გდდ-ს თანამშრომელი ბექა გოტიაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ დაზიანება არ მიუღია. საბა ჯიქია წარდგენილ ბრალს პროცესის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა.